საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

804
წაკითხვა/ნახვა
mpn

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

“სოციალურ ქსელში ვრცელდება დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგების ფრაგმენტი, რომელმაც საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

▪️ შევნიშნავთ, რომ ქადაგება არასრული სახითაა გავრცელებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი ნაწილი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი სცილდება ზოგადქრისტიანულ სწავლებას და, ამასთან, შეიცავს ანტისემიტურ განწყობას.

▪️ ადრეც გვითქვამს და კვლავ გავიმეორებთ, რომ ნებისმიერი ჩვენი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება და, მათ შორის, ანტისემიტური გამონათქვამები საქართველოს ეკლესიისთვის ცალსახად მიუღებელია.

▪️ ვწუხვართ აღნიშნულის გამო, თუმცა გვინდა განვაცხადოთ, რომ ცალკეული ასეთი ფაქტი ჩრდილს ვერ მიაყენებს ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვან გამორჩეულ ურთიერთობასა და მეგობრობას.”– ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები
mpn
მოწონება