„სიენენი“ – „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ლიდერები საგანგებო შეხვედრაზე „თალიბანის“ ოფიციალური აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ

310
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ლიდერები ავღანეთთან დაკავშირებით გასამართ საგანგებო შეხვედრაზე „თალიბანის“ ოფიციალური აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ.

ზემოხსენებული შეხვედრის ორგანიზატორია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

სიენენის“ ინფორმაციით, ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ G7-ის ქვეყნებმა „თალიბანთან“ დაკავშირებით ერთიანი მიდგომა უნდა გამოიჩინონ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ავღანეთის ახალი მთავრობის აღიარების გეგმა დამტკიცდეს.

როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, „თალიბანის“ აღიარების ესა თუ ის გადაწყვეტილება შეიძლება გამოყენებული იქნას ამ მოძრაობაზე ზეწოლის ბერკეტად, რათა აიძულონ, დაიცვას ადამიანის უფლებები.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება