ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე, ქართული ოცნების ბაღდათის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

414
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

. შეხვედრა ბაღდათში ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ- მუზეუმის
ეზოში გაიმართა, სადაც საუბარი ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებს შეეხო.
„დღეს შევხვდი ბაღდათში მცხოვრებ ახალგაზრდება, მინდა რომ ადგილობრივმა
ახალგაზრდებმა არ დატოვონ ბაღდათი, შეძლონ აქ თავიანთი თავის რეალიზება.
დასაქმდნენ სხვადასხვა სფეროში. მაგალითად როგორიცააა ტურიზმი, მეღვინეობა,
სოფლის მეურნეობა.
წარმატებული და განათლებული ახალგაზრდები ბაღდათის სიძლიერეა.
მე ხშირად მექნება კომუნიკაცია ახალგაზრდებთან და მათთან ერთად დავგეგემავ
მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“ აცხადება ბაღდათის მერობის
კანდიდატი კახა ენუქიძე.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება