წალენჯიხის მეორიბის კანდიდატი გოგა გულორდავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,მოსახლეობას ხვდება.

156
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

,,დღეს, მუჟავასა და ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატთან ზაზა უბილავასთან ერთად ადგილობრივებს შევხვდი.

მოსახლეობასთან განვიხილეთ აქტუალური საკითხები, მოქალაქეებმა ღიად ისაუბრეს იმ
საჭიროებებზე, რაც მათ სოფელს აწუხებს. ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე და
დავსახეთ პრიორიტეტები რომლებსაც, სამომავლოდ განვახორციელებთ.

ყურადღება გავამახვილეთ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების
ჩართულობის მნიშვნელობაზე, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტიც ახალგაზრდული იდეების
ხელშეწყობა და განვითარებაა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ჰყოფნის პერიოდში მუჟავასა და ჭალეში
მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.“

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება