Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არქიმანდრიტი ეფრემი ღარიბაშვილზე: გონიერი, სუფთა ადამიანია. ქვეყანას ძალიან გონივრულად მართავს. მიუხედავად იმისა, რომ მთელს პლანეტაზე ძალიან დიდი მღელვარება სუფევს, საქართველოში სტაბილურობის გრძნობა აქვს კაცს

მარშალ პრესი 19/09/2022
არქიმანდრიტი ეფრემი

გონიერი, სუფთა ადამიანია. აქვს ძალიან განსაკუთრებული გარჩევის უნარიც და ქვეყანას ძალიან გონივრულად მართავს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრზე საუბრისას განაცხადა.

მამა ეფრემმა მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა და მისი პიროვნების შესახებ ვრცლად ისაუბრა. არქიმანდრიტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მან ათონის მთაზე, ვატოპედის მონასტერში მიიწვია. მან განმარტა, რომ ბიზანტიური ტრადიციით მართლმადიდებელი ქვეყნების მეთაურებს განსაკუთრებულად ხვდებიან.

„გონიერი, სუფთა ადამიანია. აქვს ძალიან განსაკუთრებული გარჩევის უნარიც და ქვეყანას ძალიან გონივრულად მართავს. მიუხედავად იმისა, რომ მთელს პლანეტაზე ძალიან დიდი მღელვარება სუფევს, საქართველოში სტაბილურობის გრძნობა აქვს კაცს. შემიძლია ვთქვა, რომ უსაფრთხოების გრძნობაც საქართველოში უფრო მეტია. საბერძნეთშიც არ გვაქვს ასეთი შეგრძნება. ამის გამო მე მას მადლობა გადავუხადე. ასეთი ბრძნული მართვისთვის და ვუსურვე, რომ ღმერთის დახმარებითა და განათლებით ასე გააგრძელოს ქვეყნის მართვა. დავპატიჟე ვატოპედის მონასტერში. არ ვიცი, იცით თუ არა, რომ მართლმადიდებელი ქვეყნების მეთაურებს განსაკუთრებული შეხვედრა აქვთ ათონზე, ბიზანტიური ტრადიციით. ძალიან გაგვიხარდება, თუ ბატონ ირაკლისაც მოვუწყობთ ასეთ შეხვედრას. ვლოცულობთ მისთვის და პატრიარქსაც უყვარს პრემიერი. ზოგადად, ეკლესია კმაყოფილია მისით. ეს არის ძალიან დადებითი ფაქტორი“, – განაცხადა არქიმანდრიტმა ეფრემმა.

ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი ათონის მთის დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოში 15 სექტემბერს ჩამობრძანდა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იგი 16 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.

Post navigation

Previous: აზერბაიჯანის საგარეო უწყება: ნენსი პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები აზერბაიჯანის მისამართით მიუღებელია
Next: გიგლა ბარამიძე: ნაციონალური სექტა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს გაურთულდეს 12 პუნქტის შესრულება – ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, 12 პუნქტს შევასრულებთ, ამათ თუ არ უნდათ, იტანტალონ ქუჩა-ქუჩა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.