Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვინ გიზღუდავთ ფეისბუქზე პოსტეპს და ვინ გბლოკავთ განსხვავებული აზრის გამო – „ფაქტჩეკის“ მთავარი რედაქტორი: აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ გვაქვს

მარშალ პრესი 18/09/2022
ფაქტჩეკი

აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ გვაქვს, ამის შესახებ „იმედის კვირას“ „ფაქტჩეკის“ მთავარმა რედაქტორმა მალხაზ რეხვიაშვილმა განუცხადა. „იმედის კვირის“ სიუჟეტში მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ „ფაქტჩეკი“ საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტია.

მისივე თქმით, რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელთა შორის არიან სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია.

„ფაქტჩეკი“ არის საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტი. ფაქტჩეკი, თვითონ როგორც პროექტი დააფუძნა პაატა გაფრინდაშვილმა, რაც შეეხება საქართველოს რეფორმების ასოციაციას, ის ბევრმა ადამიანმა დააფუძნა. დამფუძნებელთა რიგებში ბევრი სხვადასხვა ადამიანი შედის, მათ შორის შედიან სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია. აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ ვდებთ ფაქტებზე გადამოწმებულ ინფორმაციას. ვთანამშრომლობთ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან – „ნედი“, „იდი“, ამერიკის საელჩო საქართველოში, ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, უამრავი სანდო პარტნიორი გვყავს, ოაიპი მათ შორის დეზინფორმაციის ნაწილში და ა.შ.“ – აცხადებს რეხვიაშვილი.

Post navigation

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი პაატა ზაქარეიშვილზე: უმადურ ხელმოცარულთა ტაქტიკაა, ვერშემდგრობიდან გამწარებულები, თავის ჭკუით ქილიკ-კრიტიკაზე გადადიან, საბოლოდ კი თვითონ ხდებიან დასაცინებიც და დასაცავებიც
Next: უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ფრონტის ხაზის საკვანძო მდინარეზე კონტროლი დაიბრუნეს და შემდეგი მიზანი ლუგანსკის დეოკუპაციაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.