ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა საჭიროა თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრამდე რაიმე ანალიზების გაკეთება

528
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა არსებობს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრამდე რაიმე ტიპის ანალიზის გაკეთების აუცილებლობა. ამ თემაზე იმუნოლოგ-ალერგოლოგმა „დილის შოუში“ ისაუბრა.

„არავითარი ანალიზის წინასწარ გაკეთება აბსოლუტურად საჭირო არ არის. ეს არის ზედმეტი ხარჯი. ეს არის ლაბორატორიების გამდიდრება, ჩვენი გაღარიბება და არავითარ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაქცინაციამდე არ გვაძლევს. ამიტომ, ვაქცინაციის წინ, შესვლისას არავითარ შემთხვევაში არ მოგთხოვენ: „გვანახეთ, ანალიზი თუ გაქვთ გაკეთებული და მერე შემოგიშვებთ“. არ გესაჭიროებათ ანალიზების წინასწარ გაკეთება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, აუცილებელი არც კორონავირუსზე PCR-ტესტის და არც ანტისხეულებზე ტესტის ჩაბარებაა.

„საქართველოში 300-მდე ადამიანს ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდა PCR-ით ვირუსი, მაგრამ არცერთ მათგანს დაავადება არ გართულებია, ამიტომ არავითარი აუცილებლობა არ არის. თეორიულად რომც ვიყო ვირუსის მატარებელი, და ეს 300 ადამიანი იყო ალბათ, არავითარ გართულებას ეს არ იწვევს. ამიტომაც, აქაც ზედმეტი ხარჯია“, – განმარტა კულუმბეგოვმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება