Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

„როიტერი“ – კორუფციისა და კანონის უზენაესობის კუთხით ხარვეზების გამო, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, 7,5 მილიარდი ევროთი შემცირდეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნგრეთისთვის სახსრების გაცემა

მარშალ პრესი 18/09/2022
ევროკავშირი

კორუფციისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული ხარვეზების გამო, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უნგრეთისთვის 7,5 მილიარდი ევროთი შეამცირონ სახსრების გაცემა ევროკავშირის ბიუჯეტიდან. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ბიუჯეტის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, ევროკომისიამ ფინანსური სანქციების დაწესების პროექტი წარადგინა ორი წლის წინ, როდესაც უნგრეთი დაადანაშაულა დემოკრატიის პრინციპების დარღვევაში, სადაც „პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს კონტროლის ქვეშ ჰყავს სასამართლოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია“.

„კომისია საბჭოს სთავაზობს ზომებს, დაიცვას კავშირის ბიუჯეტი უნგრეთში კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევისგან. ეს საკითხი მაშინ წამოიწია, როდესაც კომისიამ ამ წლის დასაწყისში უნგრეთს აცნობა ჩვენი შეშფოთების შესახებ კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ქმნის რისკს ევროკავშირის ბიუჯეტისთვის. ეს ეხება სახელმწიფო შესყიდვების სისტემატურ დარღვევებს, ხარვეზებსა და სისუსტეებს; მეორე, ნაკლოვანებებს ინტერესთა კონფლიქტის დარეგულირებაში და საზოგადოებრივი ინტერესებს ტრასტებთან დაკავშირებით; მესამე, სისუსტეებს გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტური განხორციელების საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია კავშირის ფონდებთან. და ბოლოს, ხარვეზებს ანტიკორუფციული მიმართულებით“, – განაცახადა ჰანმა.

„როიტერის“ ცნობით, იოჰანეს ჰანმა ასევე აღნიშნა, რომ კომისია რეკომენდაციას უწევს უნგრეთისთვის გათვალისწინებული თანხების დაახლოებით მესამედის შეჩერებას ბლოკის 2021-27 წლების საერთო ბიუჯეტიდან, რაც დაახლოებით 7,5 მილიარდ ევროს შეადგენს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სამი თვის ვადა აქვთ ამ საკითხის განსახილველად. ევროკომისიის ინიციატივის მისაღებად სულ მცირე 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

Continue Reading

Previous: სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონს ეწვია
Next: “ნაცსექტაში” მატებაა – ფრიიიი ფრიიიი მიშააა (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025