ზესტაფონში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

149
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ქუთაისის შემდეგ, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ზესტაფონში გაიხსნა.

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი სასკოლო სივრცეში მოეწყო და მოქალაეებს საშუალება აქვთ, რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები დღიურად 500-მდე ადამიანის აცრას უზრუნველყოფენ. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მისვლას ზესტაფონის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება