Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პატრიარქი: ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავძლიოთ ეს მძიმე მდგომარეობა, რომელშიც კაცობრიობა აღმოჩნდა

მარშალ პრესი 17/09/2022
ილია მეორე

ათონის მთა არის სულიერი ცენტრი, ამიტომ თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ თქვენ ყურადღებას აქცევთ ჩვენს ცხოვრებას, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს საპატრიარქოში სტუმრობისას.

უწმინდესის თქმით, იგი მოხარულია, რომ შედგა არქიმანდრიტ ეფრემისა და ათონის მთის დელეგაციის წევრების ვიზიტი საქართველოში.

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს მძიმე მდგომარეობა, რომელშიც კაცობრიობა აღმოჩნდა.

ათონის მთა არის სულიერი ცენტრი, ამიტომ თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ თქვენ ყურადღებას აქცევთ ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სამონასტრო ცხოვრება გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვაღწევთ იმას, რაც გვინდა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გაკეთდა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე“, – განაცხადა უწმინდესმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
Next: მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ღირსებას, უსაფრთხოებას, მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას, ნამდვილად ვერ გავჩერდებით – ის კითხვები კითხვებად დარჩა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.