მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

147
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება