IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ჩვენ როდესაც პროექტზე ვიწყებთ მუშობას, არ ვიწყებთ მუშობას მკითხავებთან დაკითხვით“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ „დღის კურიერში“ განაცხადა.

მას კითხვით მიმართეს, თუ რა მოუტანა ახალი სატრანსპორტო სქმის დაგეგმარებამ თბილისს გარდა კრიტიკის, უკმაყოფილო მგზავრებისა და საცობებისა.

მისივე თქმით, კახა კალაძის საარჩევო პროგრამით გათვალისწინებული დაპირება ეს იყო სატრანსპორტო პოლიტიკა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ბითაძე აცხადებს, რომ მათმა მოქმედებებმა გაამართლა.

„ჩვენ როდესაც პროექტზე ვიწყებთ მუშობას, არ ვიწყებთ მუშობას მკითხავებთან დაკითხვით. ეს არის დაპროექტებული შესაბამის კვლევებსა და ელექტრონულ სქემებზე დაყრდნობით მიღებული სქემა, რომელიც ეხება არა მხოლოდ ჭავჭავაძეს, არამედ 10 ძირითად დერეფანს, რომელზეც ჩვენ ორი წელია ვსაუბრობთ“, – განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, ამ კვლევების შესახებ დოკუმენტები გამოქვეყნებულია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე.

საუბრისას ბითაძემ ასევე აღნიშნა, რომ მათ სამ მნიშვნელოვან პროექტს საერთაშორისო ორგანიზაციები: აზიის განვითარების ბანკი, გერმანიის მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

„სამივე პროექტის მიხედვი, გარდა იმისა, რომ ჭავჭავაძის გამზირის პროექტირება გვაქვს, სამივე პროექტით, დაპროექტებულია მთელი თბილისი, 10 ძირითადი დერეფნით. შესაბამისად, ზუსტად გვაქვს დათვლილი ის ავტობუსები, რომლებმაც ქალაქში უნდა იმოძრაონ. შესაბამისად, მგზავრთა ნაკადის გაუმჯობესებისთვის, ტრანსპორტმა ორჯერ მეტი მგზავრთა ნაკადი უნდა გადაიყვანოს. პროცესის დასრულების შემდეგ, აუცილებელია ინფრასტრუქტურული ჩარევები. ერთ-ერთი ჩარევა, რომელიც ჩვენ გასულ წელს განვახორციელეთ, იყო კოსტავა-შარტავაზე, სადაც პირველ დღეს, როდესაც მოძრაობა აღდგა, სწორედ ანალოგიური პრობლემები იყო. მეორე მნიშვნელოვანი პროექტი იყო კანდელაკის ქუჩა და შემდეგ ვაშლიჯვრის ესტაკადა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი სამოძრაო სქემით სატესტო მოძრაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება