სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს თუმცა….

1718
წაკითხვა/ნახვა
mpn

სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს, თავის გეგმებთან დაკავშირებით მომავალში თავად გააკეთებს განცხადებას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომელიც კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

მისი თქმით, ამ საკითხს “ნაციონალურ მოძრაობაშიც” განიხილავენ, თუმცა საბოლოო სიტყვა სააკაშვილს ეკუთვნის.

“სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. მე მის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. ვიცი, რომ მას საქართველოში ბევრი ადამიანი – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ელოდებიან და ეს არის ძალიან დიდი არმია. სააკაშვილი თავის გეგმებთან დაკავშირებით მომავალში თავად გააკეთებს განცხადებას.

რა თქმა უნდა, ეს საკითხი გუნდში განხილვის პროცესშია და ბევრი საუბარია ამაზე. უბრალოდ, საბოლოო სიტყვა მას ეკუთვნის. აუცილებლად აცნობებს ის საზოგადოებას ამ გადაწყვეტილების შესახებ.  დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას საქართველოში და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, მაგრამ როდის და როგორ, ამას თავად გადაწყვეტს”, – თქვა კობა ნაყოფიამ.

კომენტარები
mpn
მოწონება