Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილი: სააკაშვილს შეუძლია თავი გაასაღოს პუტინის, შაჰ-აბასის, მურვან ყრუს ან თემურ ლენგის პატიმრად

მარშალ პრესი 06/04/2022
გიორგი ცაგარეიშვილი

სააკაშვილს შეუძლია თავი გაასაღოს პუტინის, შაჰ-აბასის, მურვან ყრუს ან თემურ ლენგის პატიმრად, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

“კაპიტულაცია მე მახსოვს 2008 წელს. ეს იყო კაპიტულაცია, ჰალსტუხის მჭამელი, მფორთხავი სარდლის მიერ გამოცხადებული. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული იმიტომ, რომ იგი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს, ჩაგრავდა ადამიანებს, არბევდა მიტინგებს. ბინძური ტრაილერით რომ იმოგზაურებ და შემოხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც შენ მართავდი ავად თუ კარგად, ეს ძალიან კარგად მეტყველებს შენს მორალურ სახეზე და იმაზე, თუ რა გინდოდა შენ ამ ქვეყნისგან, შესაბამისად, ეს ადამიანი მიიღებს იმას რაც უნდა მიიღოს, როგორც დამნაშავემ და კრიმინალმა. მას შეუძლია საკუთარი თავი გაასაღოს პუტინის პატიმრად, ან შაჰ-აბასის პატიმრად, თემურ ლენგის ან მურვან ყრუს,” – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

Continue Reading

Previous: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ახალ პროექტში ერთვება
Next: დავით სონღულაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025