Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არსებობს უშველებელი პრობლემა, რასაც რუსეთის აგრესია ჰქვია, „ნაცმოძრაობა“ კი ცდილობს, რომ ამ დაპირისპირების ფონზე, ამ ამღვრეულ წყალში თავისთვის სასურველი პოლიტიკური თევზი დაიჭიროს

მარშალ პრესი 16/09/2022
გიორგი ვოლსკი

ერმაკის და მაკფოლის კომისიამ გამოაქვეყნა სრულიად დაუსაბუთებელი სია. არანაირი არგუმენტი იმისა, რომ ვინმეს ამ სიაში მყოფთაგან უნდა დაუწესდეს კონკრეტული მიზეზის გამო სანქციები, არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ამ რეალობის იქით არსებობს კიდევ უშველებელი პრობლემა და ამ პრობლემასთან დაპირისპირებული მთელი მსოფლიო, რასაც რუსეთის აგრესია ჰქვია. „ნაცმოძრაობა“ კი ცდილობს, რომ ამ დაპირისპირების ფონზე, ამ ამღვრეულ წყალში იქნებ, როგორმე თავისთვის სასურველი პოლიტიკური თევზი დაიჭიროს. ყველა სიბინძურეს იყენებს იმისთვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს“, – აცხადებს ვოლსკი.

„ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა“, – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანის ირაკლი ჩიხლაძის შეკითხვას, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს სხვა, რამდენიმე მოქალაქისთვის, სანქციების დაწესების მოწოდებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ის ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება, მომზადებულია ამერიკელ პარტნიორებთან ერთად.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარადგინა
Next: ნიკა მელიას ფრაზას რატომ არ მიაქციეთ ყურადღება? ხვდებით ხომ ვისაც გულისხმობდა? – ელისო კილაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.