1 საათი მინდა, ავტომატით ჩამოვალ და თუ არ გადავუარო ყველას – დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი კოლეგებს ჩაცხრილვით ემუქრება (ვიდეო)

1575
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც კოლეგები გვარამიასთან ნათქვამი ტყუილების გამო დაუპირსპირდნენ, ყოფილ კოლეგებს გადაცხრილვით ემუქრება.

ირაკლი ბაღავაძე თბილსერვისის მემანქანეებს ემუქრება: ჩამოვიტან ავტომატს და გადაგივლით! თბილსერვისის მუშა ირაკლი ბაღდავაძე, რომელიც დღეს სამსახურიდან დაითხოვეს, რამდენიმე დღის წინ საკუთარ თანამშრომლებს ჩაცხრილვით ემუქრებოდა. მუქარის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. დაპირისპირება ირაკლი ბაღდავაძესა და თბილსერვისის მემანქანეებს შორის მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაღდავაძემ საკუთარ კოლეგებს ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი უწოდა და ტელეეთერებში მათი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. „ჩამოვიტან ახლა აქ ავტომატს და მაგათ ვანახებ. აქ დავდგები ავტომატით, ერთი-ორი საათი მინდა და ავტომატით ჩამოვალ აქ. თუ არ გადავუარო…“- ემუქრება ირაკლი ბაღდავაძე თბილსერვისის თანამშრომლებს, რომლებმაც მასთან ერთად მუშაობაზე უარი განაცხადეს.

 

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება