Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს დიდი ბრიტანეთის კიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღის წარმომადგენელი, ჰოროტკულტურის სპეციალისტი ტიმოთი შოუ სამუშაო ვიზიტით ეწვია

მარშალ პრესი 15/09/2022
ტიმოთი შოუ

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს სამუშაო ვიზიტით ეწვია დიდი ბრიტანეთის კიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღის წარმომადგენელი, ჰოროტკულტურის სპეციალისტი ტიმოთი შოუ (Timothy Shaw)✅

ვიზიტის მიზანია ბაღის კოლექციაში არსებული კავკასიის იშვიათი დენდროფლორის კოლექციისა და ბაღის კონსერვაციული საქმიანობის გაცნობა

13 სექტემბრს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები. სამუშაო შეხვედრაზე ტიმოთი შოუმ წარმოადგინა პრეზენტაცია მერქნიანი მცენარეების გამრავლების, სხვლა-ფორმირების, მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის შესახებ. ყურადღება დაეთმო ასევე ვარდების კოლექციის მოვლის მეთოდებს.

შეხვედრას დაესწრნენ ბოტანიკური ბაღის სტუმრები ანდრეას ლაჰნერი (Andreas Lachner) და იგნას სტანევიჩუსი (Ignas Stanevicius), რომელთაც გააკეთეს მოხსენება ვარდების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოლექციის ზანგერჰაუზენის (გერმანია) ევროპა როზარიუმის ისტორიის, მასში მოზარდი ველური და კულტურული სახეობების, ჯიშების, ფორმებისა და მათი მოვლის მეთოდების შესახებ. თეორიული ნაწილის შემდეგ მონაწილეებმა მოინახულეს ბაღის მერქნიანი მცენარეების კოლექციები, რეკონსტრუქციის პროცესში მყოფი ვარდების საკოლექციო ნაკვეთი და გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო – ვარდების სხვლა-ფორმირება. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი – გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე
Next: აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში როდესაც ბედის უკუღმართობით სოსო გოგაშვილი სუსი-ს უფროსის მოადგილე იყო ივანიშვილი მას საერთოდ არ იცნობდა!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.