IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ვანო მერაბიშვილი იმ პიროვნებათა რიცხვს განეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო და ის დანაშაულებები, რაც ხდებოდა იმისთვის იყო საჭირო, რომ წესრიგი ყოფილიყო ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ვამო მერაბიშვილი მის მიერ ჩადენილ საქმეებზე უნდა დაფიქრდეს.

„იმ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რაც მათ მიერ იქნა ჩადენილი ბოდიშის თქმის ან სინანულის გამოთქმის სურვილი არც მერაბიშვილს და არც იმ ადამიანებს აქვთ, ვინც მასთან ერთად მართავდა ქვეყანას. ასეთ პირობებში, რა განცხადებებს გააკეთებს ვანო მერაბიშვილი და როგორ შეაფასებს მიმდინარე პროცესებს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მითუმეტეს, კონკრეტულ პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად ბრძოლა, ვისაც ის ასახელებს, შესაძლოა ლეგიტიმურია სამართლებრივად, მაგრამ არალეგიტიმურია მორალურად. მერაბიშვილმა, ალბათ, რაღაც გარკვეული პერიოდი უნდა აიღოს ტაიმაუტი და დაფიქრდეს რას აკეთებდა, რისთვის დაისაჯა და არის თუ არა ის სასჯელი ობიექტური, რაც მის მიმართ იქნა გამოტანილი. ადამიანები, ვინც დღეს პოლიტიკურ რევანშზე საუბრობენ, არც ერთი ნიშნით არ აძლევენ ჩვენს საზოგადოებას იმის საფუძველს, რომ უკეთესი პირობა ექნებათ, თუკი ოდესმე პოლიტიკაში მოვლენ. აი ეს არის ის დამახასიათებელი ნიშანი, რაც ნებისმიერ მათ განცხადებას, მათ შორის ვანო მერაბიშვილის განცხადებას ახასიათებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება