IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საზოგადოება არ ენდობა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მით სატელიტებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, „ევროპულ საქართველოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ სადაც არ უნდა წარადგინოს კანდიდატები, მათი საარჩევნო შედეგი განწირულია.

„საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია ერთმანეთის ლანძღვით არის დაკავებული და მათი ე.წ. ერთობა დაირღვა. ვინც არ უნდა წარადგინონ კანდიდატად, მათი საარჩევნო შედეგი განწირულია, რადგან საზოგადოება არ ენდობა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, „ევროპულ საქართველოს“. რაც შეეხება გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას მაჟორიტარ კანდიდატობას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს საზოგადოებას თავი ბიუჯეტის თანხების მითვისებითა და ძარცვით დაამახსოვრეს. მათი რეიტინგი ძალიან დაბალია. ცხადია, რომ 2020 წლის ოქტომბერში ოპოზიციის ბედი განწირულია და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება