Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის ახალ ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 16/09/2022
2302

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. გამოითქვა არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.
აღინიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია.

ვესელინ ვალკანოვმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების ვითარებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვესელინ ვალკანოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Post navigation

Previous: კიკუ ვაშაძეს რომ აჯობო უტიფრობაში ამას მოხერხება უნდა – გოგა ხაინდრავა
Next: მხოლოდ, მაშინ ვიქნებით მართლები საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე, როცა ჩვენი პოზიციების დაფიქსირება ნორმალურად და სამართლიანად აღიქმება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.