Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: სამაშველო ოპერაცია დიდი უბედურებით დამთავრდა და ჩვენ დავკარგეთ გმირები

მარშალ პრესი 16/09/2022
ვახტანგ გომელაურ

ვახტანგ გომელაური ორბელიანების სასახლეში გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა მომხდარი ტრაგედიის გამო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოთქვა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ გმირები დაკარგა.

„განსაკუთრებით მინდა მივესალმო გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ, გამოვთქვა ჩემი დიდი გულის ტკივილი. ამ ოპერაციის დროს, 8 ადამიანი დაიღუპა , 4 მფრინავი, 2 მაშველი, 2 ექიმი, რომლებიც ცდილობდნენ სხვისი სიცოცხლის გადარჩენას, ერთ-ერთი მორიგი ღონისძიება იყო , სამაშველო ოპერაცია იყო, თუმცა სამწუხაროდ, დიდი უბედურებით დამთავრდა და ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირები, პროფესიონალები“. – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული თანამშრომლები, ოთხი მფრინავი და ორი მაშველი , ვახტანგ გომელაურის ბრძანებით 1-ელ აგვისტოს, სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის” დაჯილდოვდნენ.

ხოლო, პრემიერ- მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათას ლარი მიიღეს.

Post navigation

Previous: დიდი დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” – ვის ჩაანაცვლებს ლევან ხაბეიშვილი და რას აკეთებს “კეზერა” – ვინ არის კრეტინი და გიულის სულის ვარდი
Next: კიკუ ვაშაძეს რომ აჯობო უტიფრობაში ამას მოხერხება უნდა – გოგა ხაინდრავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.