IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის სულ 893 შემთხვევა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვებგვერდის მონაცემებით, მათი რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 731-ს შეადგენს.

ვირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება