Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ვერ გაექცევა უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჭიაბერაშვილის, სანაიასა და მშვილდაძის განცხადებებს, ისინი ღიად საუბრობდნენ მეორე ფრონტზე და ეს ყველაფერი საზოგადოების წინაშე დევს

მარშალ პრესი 15/09/2022
ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია ვერ გაექცევა უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჭიაბერაშვილის, სანაიასა და მშვილდაძის განცხადებებს, ისინი ღიად საუბრობდნენ მეორე ფრონტზე და ეს ყველაფერი საზოგადოების წინაშე დევს,-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„თქვენ გახსოვთ ოპოზიციის პროვოკაციები, რაც უკავშირდებოდა მოხალისეების გაგზავნას, სანქციების დაწესებას. რისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს?! ყველამ კარგად იცის, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტი. პირდაპირი განცხადებები ჰქონდათ, მათ შორის მათი „ენჯეოების“ ლიდერებს მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ამას ვერ გაექცევიან. უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის განცხადებებს ვერ გაექცევიან. ისინი ღიად საუბრობენ მეორე ფრონტზე და ეს ყველაფერი საზოგადოების წინაშე დევს. როდესაც მათ ნახეს, რომ მეორე ფრონტის იდეა პოპულარული არა არის… და სულ რომ სიტყვები უკან წაიღონ აღარ გამოუვათ, რადგან ფაქტები დევს მედიაში და შეუძლიათ საკუთარი ძველი გამონათქვამები წაიკითხონ და ის პროვოკაციები, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლების მიმართ… იარაღის მასშტაბური შესყიდვისკენ იყო მოწოდება, სანქციებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ემსახურებოდა მეორე ფრონტის გახსნის იდეას და ამას ვერ გაექცევიან, ეს იყო მათი რიტორიკის ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი“,- აღნიშნა კობახიძემ.

Post navigation

Previous: სოსო გოგაშვილი სააკაშვილის ღალატის პარტიის ერთ-ერთ დეზინფორმატორ აქტორად იქცა. „ნაცების” „ფეიკნიუსერი“ ჯიბის მედიის დონის ფსკერამდე დანარცხებულია
Next: ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: ის არის კაცის კაცი. ის არის არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.