Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვინც პროცედურას ემიჯნება, ბოლომდე ავლენს, რომ მისი მიზანია, როგორმე საბოტაჟი განახორციელოს 12 პუნქტის შესრულების პროცესის მიმართ

მარშალ პრესი 15/09/2022
ირაკლი კობახიძე ქართული

ვინც ამ პროცესსა და პროცედურას ემიჯნება, ბოლომდე ავლენს, რომ მისი მიზანია, როგორმე საბოტაჟი განახორციელოს 12 პუნქტის შესრულების პროცესის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესზე საუბრისას განუცხადა.

„ვინმეს არ მოსწონებოდა ეს პროცედურა, თუმცა ზოგიერთი ახერხებს, რომ განუდგეს ამ პროცესსაც კი. მნიშვნელობა არ აქვს – ჩვენ გვექნება თანამშრომლობა შესაბამის საპარლამენტო პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სწორედ ისინი შეარჩევენ კანდიდატურებს. ქულებით შეფასდება ყველა კანდიდატი, რომელიც ღია შერჩევაში მიიღებს მონაწილეობას და ამის შემდეგ მხოლოდ ოპოზიციური პარტიები დაასახელებენ კანდიდატებს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვება ამ საქმეში უმრავლესობა. ვინც ამ პროცესსა და პროცედურას ემიჯნება, ბოლომდე ავლენს, რომ მისი მიზანია, როგორმე საბოტაჟი განახორციელოს 12 პუნქტის შესრულების პროცესის მიმართ. ეს არის ერთად-ერთი ახსნა იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ემიჯნებიან ამ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე პროცედურასაც კი“, – განაცხადა კობახიძემ.

სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო.

Continue Reading

Previous: კელი დეგნანი: ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე
Next: დავით ქართველიშვილი: „ნაცმოძრაობის“ მედიის მთავარი კითხვა – რა მოტივაცია აქვს სოსო გოგაშვილს, რატომ უნდა თქვას ტყუილი? აგიხსნით – რომ გაიყიდა, ამის საფასური ხომ უნდა გადაიხადოს? აბა რა ეგონა, 5 მილიონ დოლარს რომ იჯიბავდა?!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025