IMG.GE IMG.GE

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელის, ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებით, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტები – „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ რევოლუციური კანონპროექტებია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქარტველოს პარლამენტი ავრცელებს.

მისი თქმით, იმედი აქვს, ამ მოწვევის პარლამენტი მესამე მოსმენითაც მიიღებს კანონპროექტებს არაგვისა და თრუსოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

„იმედი მაქვს, ამ მოწვევის პარლამენტი მესამე მოსმენითაც მიიღებს კანონპროექტებს არაგვისა და თრუსოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ეს კანონები მართლაც არის რევოლუციური იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების მონაწილეობის მაღალ სტანდარტს ქმნის გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო პარტნიორ ორგანიზაციებს, ახალგზრდა იურისტთა ასოციაციას და EMC-ს , რომლებთან ერთადაც ვმუშაობდით ამ კანონპროექტზე და მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, რომ ჩვენი, ექსპერტების, საზოგადების და, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით შემუშავებული კანონპროექტის ვერსია მიიღო პარლამენტმა“, – მიმართა ირაკლი მაჭარაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს კომიტეტის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ.​

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება