Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებულ უბინძურეს კამპანიას ახლა გოგაშვილი ჩაუდგა სათავეში, თურმე მის დავალებებს ასრულებდა, არადა ივანიშვილი მხოლოდ 2018 წელს გაიცნო

მარშალ პრესი 15/09/2022
ლადო ბოჟაძე

,,კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ გოგაშვილი ახლა ღალატის, ტყუილის და ცილისწამების სიმბოლოც გახდა: მმართველი გუნდის წინააღმდეგ სიბინძურეს კიდევ აიტანდა ადამიანი, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ მტრებსაც კი აჯობა,’’ – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს, არც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია ვინმეს, მაგრამ ამ ღალატის და უტიფრობის ყველაზე ნათელ მაგალითს რა ეშველება?

,,სოსო გოგაშვილი თანამდებობაზეც და თანამდებობის მერეც სულ იყო არაკომპეტენტურობის და არაპროფესიონალიზმის სიმბოლო, ამავდროულად კორუმპირებული ჩინოვნიკის იმიჯის მორგებასაც არ თაკილობდა და მისი ქონების წარმომავლობასაც დაადგენს გამოძიება. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ გოგაშვილი ახლა ღალატის, ტყუილის და ცილისწამების სიმბოლოც გახდა: მმართველი გუნდის წინააღმდეგ სიბინძურეს კიდევ აიტანდა ადამიანი, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ მტრებსაც კი აჯობა. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებულ უბინძურეს კამპანიას ახლა გოგაშვილი ჩაუდგა სათავეში, თურმე მის დავალებებს ასრულებდა, არადა ივანიშვილი მხოლოდ 2018 წელს გაიცნო პარტიის ოფისში და სწორედ იქ ნახა პირველად და უკანასკნელად. გამოძიება ყველაფერს დაადგენს, არც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია ვინმეს, მაგრამ ამ ღალატის და უტიფრობის ყველაზე ნათელ მაგალითს რა ეშველება? ალბათ არც არაფერი, რა განაჩენიც სხვა მოღალატეებს გამოუტანა ისტორიამ გოგაშვილიც იმას მიიღებს!’’ – წერს ბოჟაძე.

Post navigation

Previous: აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში როდესაც ბედის უკუღმართობით სოსო გოგაშვილი სუსი-ს უფროსის მოადგილე იყო ივანიშვილი მას საერთოდ არ იცნობდა!
Next: გია გაბრიჭიძე: როგორ გგონიათ, ივანიშვილი საიდუმლოდ ხვდებოდა გოგაშვილს და ფრაზით – ჩემო სოსო, შენს მეტი ამას ვერავინ გააკეთებსო, “უმძიმეს დავალებებს” აძლევდა?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.