თამარ ჩერგოლეიშვილის მოწოდება ფოთელებს – “არ ენდოთ გიგი უგულავას, ბიძინასაც დათანხმდება თანამდებობაზე, თუ შესთავაზა

1826
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერი და ამავე პარტიის ლიდერის გიგა ბოკერიას ცოლი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ფოთელებს მოუწოდებს  რომ არ ენდონ გიგი უგულავას.

“ამ კაცის ნდობა არ შეიძლება.

ჩემი სიტყვა იმ ფოთელებს, ვინც მე მენდობა. მე ფოთელებს საკმარის პატივს ვცემ, რომ უშნო სიმართლე არ დავუმალო.
მე მხარს ვუჭერ ევროპულ საქართველოს.
და ევროპული საქართველოს კანდიდატებს.
სხვა პარტიის კანდიდატებს დავუჭერ იმის მიხედვით მხარს, რამდენად არის წინააღმდეგობაში ჩემს ფუნდამენტურ ღირებულებებთან.
არის რაღაცეები, რაზეც თვალის დახუჭვა შემიძლია, არის რაღაცეები – რაზე თვალის დახუჭვასაც ჩემს სინდისზე ძალადობად მივიჩნევ და არ ვიზამ.
ეგ არის სისულელე, ყველაფრის მკადრებელ უპიროს რომ წარადგენ, პრაგმატულობაზე მელაპარაკო, მაშინ როცა ნდობის კრიზისია ქვეყანაში.
ნებისმიერი ნაცი ახალგაზრდა უკეთესი იქნებოდა – ახალ ფიგურას მაინც გააჩენდნენ საპარლამენტოსთვის.მაგრამ again, ნაცების საქმეა ცხრაპირას სად წარადგენენ, უბრალოდ საერთო საქმისთვის ასეთი კანდიდატის წარდგენა მავნებლობაა. უგულავა ბიძინასაც დათანხმდება თანამდებობაზე, თუ შესთავაზა.
თქვენ ენდობით ადამიანს რომლისთვისაც მიშა ჯერ ჯართი იყო, მერე მისი უძღები შვილი გახდა, მერე იდაყვებს ურტყამდა, მერე საკუთარ პარტნიორს დაესხა თავს, პოლიტიკიდან წადი ახალგაზრდები უნდა მოვიდნენო და მერე თავად წავიდა და ახალგაზრდების მაგივრად მერად დადგა 5 ნომრით?

” – წერს ჩერგოლეიშვილი

 

ამავე თემაზე:

გიგი უგულავას ყოფილი ცოლი, გუკა რჩეულიშვილის ყოფილი ცოლი და ამჟამად გიგი უგულავას ცოლი ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილს – “მიყ­ვარ­ხარ სა­მუ­და­მოდ”

 

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება