IMG.GE IMG.GE

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფელ შავშვებთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი დაშავდა.

ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება