IMG.GE IMG.GE

ბუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩაუტარდა ოპერაცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, ბუსა ჟვანიას ბიძამ, გოგლა ჟვანიამ განუცხადა.

მისი თქმით, ბუსა ჟვანია ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკაში რჩება, თუმცა მას არ აქვს მძიმე ჭრილობები მიყენებული.

„ჭრილობები მძიმე არ არის. მუცლის არეშია დაჭრილი და ამ დრომდე რჩება ხეჩინაშვილის კლინიკაში. არ ვიცი, წარუდგინეს თუ არა ბრალი და არც დაჭრის დეტალების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. გამოძიება ყველაფერს დაადგენს ვინ რა ვითარებაში და როგორ დაიჭრა, მე მასთან არ მისაუბრია“ – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

ლევან თოფაძე თბილისში 2 აგვისტოს დაჭრეს, საქმეზე შსს-მ ბ.ჟ. დააკავა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება