Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – უნდა დავფიქრდეთ, იქნებ, სახალხო დამცველის ინსტიტუტი საერთოდ არ არის საჭირო

მარშალ პრესი 14/09/2022
იაგო ხვიჩია

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე საინტერესო იყო ავთანდილ ენუქიძის ინიციატივა, ხომ არ ვიფიქროთ სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაუქმებაზე, რასაც მხარი დავუჭირე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, იდეას, ხომ არ გაუქმდეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, არსებობის უფლება აქვს.

„მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება სწორი ინიციატივა იყოს. თუ ამ მიმართულებით არ მივდივართ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, ამ პროცესში ხომ არ ჩაერთოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობა, ამას ავთანდილ ენუქიძემ მხარი დაუჭირა, რაც შეხვედრაზე ყველაზე საინტერესო იყო. სახალხო დამცველის ინსტიტუტი გვაქვს, მაგრამ დემოკრატია არ დუღს. სულ გვქონდა და არასდროს დუღდა, ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ, იქნებ, ეს ინსტიტუტი საერთოდ არ არის საჭირო. ამ იდეას არსებობის უფლება აქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

Post navigation

Previous: გოგა ხაინდრავა – საუკუნეების განმავლობაში პირველად გაბედა საქართველომ დამოუკიდებელი, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება, მყისიერად აიჯაგრა „სტრატეგიულ-დემოკრატიული სამეგობრო“​
Next: ირაკლი ღარიბაშვილი – გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.