IMG.GE IMG.GE

ჩემი შვილიშვილი ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზეა და ალბათ, ერთი დღე ასე იქნება. ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მეუნებიან, რომ შეიძლება კიდევ დასჭირდეს, თუმცა ჯერ არ ვიცი, – ამის შესახებ ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის, მისი მეუღლე და მათ ოჯახში სტუმრად მყოფი პირები გამოძიებამ უკვე გამოკითხა.

„გამოკითხვაზე ვიყავით მეც, ჩემი ცოლიც და ის ოთხი ბავშვი, ვინც იმ ღამეს ჩვენთან სახლში იყო. ჩემი მეუღლეც კინაღამ დაიჭრა. ლევანი დანით არის დაჭრილი. ჩვენ გვეძინა. პირველად ჩემმა მეუღლემ გაიგო წივილი, დაინახა, რომ ურტყამენ თავის შვილიშვილს, ეს აშველებდა, კინაღამ ისიც მოყვა ამაში. ის გაქცეული იყო, ზევით რომ ამოვედით, არც მინახავს. პირდაპირ გეტყვით, დილის 05:00 საათზე რომ შემოგივარდება კაცი, იქ, სადაც შენი ბავშვები არიან, თითქმის მომიკლა შვილი, რა უნდა გავაკეთო, რა, ახლა შემეცოდება, თუ რა?“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

ლევან თოფაძე თბილისში 2 აგვისტოს დაჭრეს, საქმეზე შსს-მ ბ.ჟ. დააკავა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება