Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მას შემდეგ, რაც რუსეთმა აგრესიული ომი წამოიწყო, უსაფრთხოების გარემო სავსეა რისკებით, რაზეც ჩვენ რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ, თუმცა ვხედავთ ოპონენტების მხრიდან ამ საკითხის გაუბრალოებას

მარშალ პრესი 14/09/2022
შალვა პაპუაშვილი

მას შემდეგ, რაც ჩვენმა კოლეგებმა დატოვეს პარტია და ფრაქცია, მე თავიდანვე ვამბობდი, რომ მათ განცხადებების კომენტირებას არ ვახდენ, ვინაიდან არ მინდა შევიდე რაიმე დეტალებში და შინაარსობრივ განხილვებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილის კომენტირებისას განაცხადა.

„ზოგადად, რაც შეეხება უსაფრთხოების გარემოს, მას შემდეგ, რაც დაიწყო აგრესიული ომი რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ, ის რომ უსაფრთხოების გარემო განსაკუთრებით სავსეა რისკებით, სწორედ ამას ვსაუბრობთ ჩვენ რამდენიმე თვეა და ვხედავთ ოპონენტების მხრიდან ამ საკითხის გაუბრალოებას. ბოლო პერიოდშიც, ვხედავთ თითქოს რისკები შემცირებულია საქართველოს მიმართ. პირიქით, ქვეყანა, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია, თავისთავად მაღალი რისკის ქვეშაა უსაფრთხოების კუთხით. ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია ამ მომენტში აწარმოებს აგრესიულ ომს, რისკები არის ბევრჯერ გაზრდილი და სწორედ ამ რისკების გარემოში ვცხოვრობთ და სწორედ ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ამ ძალიან სახიფათო გარემოში ეს პერიოდი დაფიქრებულად გავიაროთ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Post navigation

Previous: 60 წელს ზემოთ პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობისთვის რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება
Next: რობერტა მეცოლა: ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, კარი ფართოდ უნდა იყოს გახსნილი. ასეთია ჩემი პოზიცია საქართველოსთან მიმათებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.