დენის შმიგალი – საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით განვითარებას აგრძელებენ, ჩვენთვის პრიორიტეტულია ნატო-სთან თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავება

95
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯების კოორდინაცია, რათა დავაჩქაროთ საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროკავშირსა და ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის მოპოვება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრემიერის თქმით, საქართველო-უკრაინა ერტობლივად ცდილობენ, გახდნენ ნატო-სა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება ნატო-სთან თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავებას. ევროინტეგრაციის მიმართულებაზე ჩვენ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმი გახდა ასოცირებული ტრიოს-უკრაინის,საქართველოსა და მოლდოვის ფორმატის საქმიანობის დაფუძნება. ეს მოხდა სახელმწიფოს მეთაურების დონეზე და ასევე, მნიშვნელოვანია შესაბამისი დეკლარაციის ხელმოწერა. ეს მოხდა 19 ივლისს, ბათუმში. საქართველო და უკრაინა აგრძელებენ სტრატეგიულ პარტნიორობის ყველა მიმართულებით განვითარებას. ასეთი მუშაობის პირველი შედეგები, იმედი მაქვს, იქნება განხილული უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს საინაუგურაციო სხდომის დროს, 2021 წლის ბოლოს“, განაცხადა შმიგალმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება