IMG.GE IMG.GE

გოგი თოფაძის ინფორმაციით, მის შვილიშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ოპერაცია კიდევ გახდეს საჭირო.

„ვნახე ექიმი, რომელმაც მითხრა, რომ ჯერჯერობით ლევანი მართვით სუნთქვაზეა. საღამოს კიდევ ვინახულებ და გავიგებ, რა მდგომარეობაშია. შეიძლება კიდევ დაგვჭირდეს ოპერაცია, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი არ არის. აქედან ისევ პოლიციაში უნდა მივიდე გამოკითხვაზე, ჩემი ცოლი გუშინაც გამოიკითხა და კიდევ არის დაბარებული”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება