Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილის თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განპირობებულია ევროკავშირთან დაახლოებით

მარშალ პრესი 14/09/2022
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებსაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ კანონის მიღება განპირობებულია ევროკავშირთან დაახლოებით – ეს არის ევროკავშირის დირექტივის იმპლემენტაცია საქართველოში.

შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ თუკი ოქტომბრამდე ნაბიჯები არ გადაიდგმება, საქართველოს შეეზღუდება წვდომა შემოქმედებითი ევროპის ფონდებზე და ქვეყანა გაერთიანებიდან გაირიცხება.

მისივე განმარტებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება აიკრძალება.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, გერმანიის მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე
Next: თეა წულუკიანი: ელექტრონული არჩევნების ინიციატივა სამუდამოდ დაასრულებს ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას, კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპონენტების რეალურ სახეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.