Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოლაფ შოლცი: კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც რუსეთის აგრესია დაგმო და გამოაცხადა, რომ ხელს შეუშლის რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების თავის არიდების ყველანაირ მცდელობას

მარშალ პრესი 14/09/2022
ოლაფ შოლცი

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი. ისინი ფარავენ მთელ სპექტრს – ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკისა და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდ ინტერესი გერმანული ენისა და აკადემიური გაცვლის მიმართ. ასევე, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი არის განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთის აგრესია წლის მთავარი მოვლენა არის. გერმანია მჭიდროდ უდგას მხარში უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს აქვს რუსული აგრესიის სამწუხარო გამოცდილება.2008 წელს დაესხნენ მას თავს და ამის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა. ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც რუსეთის აგრესია დაგმო და გამოაცხადა, რომ ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების თავის არიდებისა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან“, – განაცხადა შოლცმა.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციების თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას ვუხდი ოლაფ შოლცს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025