„თალიბანი“ ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ რეგულაციებს აწესებს

189
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„თალიბანი“ ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ რეგულაციებს აწესებს. თვითმხილველთა განცხადებით, დღეს დილიდან ქაოტურად შეკრების ნაცვლად, აეროპორტთან გრძელი რიგები ეწყობა. აეროპორტიდან კი ევაკუაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.

გასულ ღამით, ქაბულიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა ავსტრალიამ. მათ შორის როგორც მათი ქვეყნის, ასევე ახალი ზელანდიის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოსა და ვიზის მქონე ავღანეთის მოქალაქეებიც არიან.

აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე სროლისა და ჭყლეტვის შედეგად, საერთო ჯამში გარდაცვლილია სულ მცირე 12 ადამიანი.

ტერიტორიაზე უსაფრთხოებას 5 800-მდე ამერიკელი ჯარისკაცი უზრუნველყოფს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება