ოფიციალური ინფორმაციით, ქაბულში, აეროპორტთან ხალხმრავლობით გამოწვეულ ჭყლეტვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

126
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„თალიბანის“ მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ აეროპორტთან ევაკუაციის მსურველთა სიმრავლით გამოწვეულ ჭყლეტვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

„ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა შვიდი ავღანელი მოქალაქის ოჯახის წევრებს, რომლებიც ქაბულში ხალხმრავლობაში დაიღუპნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია, თუმცა სიტუაციის გასაკონტროლებლად ყველაფერს აკეთებენ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება