IMG.GE IMG.GE

„ჩვენ არჩევნებზე დაკავებული ვართ თვითორგანიზებით, დავიცავთ ქართულ საზოგადოებას და გამოვიყენებთ ახალ ტექნოლოგიებს“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„საარჩევნო უბნებზე ჩვენ დავაყენებთ სახის ამომცნობ სისტემებს, მოლაპარაკებები გვაქვს ამაზე. სახის ამომცნობი სისტემა ეგრევე ამოიცნობს, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი რამდენჯერმე აძლევს ხმას. პლასტიკურ ოპერაციებს ხომ ვერ გაუკეთებენ. მეორე, მოვამზადებთ სრულიად ახალი ტიპის დამკვირვებლებს, რომლებიც იქნებიან ბევრად უფრო მომზადებული, მათ შორის, ასეთი საგანგებო სიტუაციისთვის, რადგან სიტუაცია ნამდვილად საგანგებოა. მესამეც, ჩვენ გვექნება ძალიან ავტორიტეტული ეგზიტპოლები, რომლებიც ეგრევე იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამას გარდა, ჩვენ ვახდენთ ძალიან ბევრი ახალგაზრდის მობილიზებას, რომლებიც უბრალოდ ყველგან იქნებიან მოდებული, არა მხოლოდ საარჩევნო უბანზე, არამედ იმის შესახებ, თუ რა მოხდება საარჩევნო უბნის გარშემო. ჩვენ არჩევნებზე დაკავებული ვართ თვითორგანიზებით, დავიცავთ ქართულ საზოგადოებას და გამოვიყენებთ ახალ ტექნოლოგიებს. ამაზე მე ვმუშაობ ყოველდღიურად ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ გამოგვივა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება