Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ირაკლი კობახიძე რაღაცას სთავაზობდა ფულის სანაცვლოდ (გოგაშვილს), რაიმე მოქმედებებს, შემიძლია, სიცოცხლით ვაგო პასუხი, რომ ეს არის ტყუილი

მარშალ პრესი 14/09/2022
მამუკა მდინარაძე

თქვენგან რამდენი იცნობს ირაკლი კობახიძეს მე არ ვიცი, ხანდახან ხომ არის ისეთი მომენტი, რომ რაღაც წარმოდგენა გაქვს ადამიანზე, მისი პირადი ნაცნობობიდან გამომდინარე. 1000-დან არც ერთი ადამიანი არ მეგულება, ვინც ამ ადამიანს პირადად იცნობს და დაიჯერებს, რომ ვიღაცას შეხვდა, ფული შესთავაზა და რაღაცეებს ამის სანაცვლოდ სთავაზობდა – ირაკლი კობახიძისგან ეს წარმოუდგენელია, სრული აბსურდია, – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელი აბსურდია, რომ ირაკლი კობახიძე გოგაშვილისთვის თანხის სანაცვლოდ რაიმეს გაკეთება შეეთავაზებინა.

,,ხუთი წლის წინ, სოსო გოგაშვილი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო და ირაკლი კობახიძე, ჯერ კიდევ, პარლამენტის თავმჯდომარე. ვისთვის სთავაზობდა? რა ფულს სთავაზობდა? რა აბსურდზეა ლაპარაკი. შეხვედრით, შესაძლოა, მილიონჯერ იყვნენ შეხვედრილები ეს ადამიანები. წარმოუდგენელი აბსურდია და კიდევ ერთი, ოდნავ ზოგადი, მაგრამ ძალიან კონკრეტული ამავდროულად – უამრავი განცხადება იქნება, უკვე დავრწმუნდით ამაში, ჩვენც და თქვენც, უამრავ სიბინძურეს დაგვაბრალებენ, მათ შორის გოგაშვილი, თუ სხვა, მაგრამ მათ ნალაპარაკებს, დამიჯერეთ, კონკრეტული მტკიცებულებები არ ექნება არასდროს. დაიმახსოვრეთ, გავა თვეები, წლები და გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები, რომ პასუხები მტკიცებულების სახით მათ არ ექნებათ არაფერზე.
მაგრამ, თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ირაკლი კობახიძე რაღაცას სთავაზობდა, ფულის სანაცვლოდ რაიმე მოქმედებებს, შემიძლია, სიცოცხლით ვაგო პასუხი, რომ არის ტყუილი. ცალსახად, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მოგონილი, მორიგი ბინძური ტყუილი,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: „ხალხის ძალა“: თუ საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს ომისკენ ადრე დახურულ კაბინეტებში მოუწოდებდნენ, ქალბატონი ფარკასი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ამგვარ მოწოდებებს ახლა უკვე საჯაროდ აკეთებენ
Next: „ხალხის ძალა“: მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, პრაქტიკულად, საჯაროდ განაცხადა ის, რასაც გასული კვირების განმავლობაში აქტიურად ვამტკიცებდით და რის ღიად თქმასაც კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025