IMG.GE IMG.GE

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და კომპლექსურ ექსპერტიზას ითხოვს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას მშობლები ადვოკატთან ერთად გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძველი და ახალი მოთხოვნებით მივიდნენ. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი კამერების ახალ ჩანაწერებზეც საუბრობენ, რომლებმაც, შესაძლოა, ბევრი ახალი გარემოება გამოკვეთოს.

“პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ ბრძანა, რომ გამოძიება იქნებოდა ობიექტური. აუცილებლად იქნებოდა გამოძიებული, თუ რას და ვის ემსხვერპლა და მისი სიცოცხლე რას შეეწირა.

14 ვიდეოკამერის სათვალთვალო ჩანაწერი ჰქონდა გამოთხოვილი გამოძიებას, როდესაც სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობდა. ხოლო როდესაც მე ჩავერთე და დავათვალიერე ის ადგილები, რომ აღმოჩნდა 50 სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერების ამოღების მოთხოვნა,” – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება