IMG.GE IMG.GE

ლევან თოფაძის დაჭრის გამო ბუსა ჟვანიას, სავარაუდოდ, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. დაზარალებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

გოგი თოფაძის შვილიშვილს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია დასჭირდა და მის მდგმარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ. დაჭრილია ჟვანიაც, თუმცა მსუბუქად.

“ჯერ დაზარალებულად არ ვართ ცნობილი, შესაბამისად, საქმის მასალებისადმი წვდომა არ გვაქვს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ობიექტურად შეუძლებელია ამ ეტაპისთვის მისთვის თუნდაც შეკითხვის დასმა. საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

მე როგორც ვიცი, ჟვანიას დაზიანებები აქვს, ეს ჭრილობაა თუ რაიმე სხვა სახის დაზიანება, ვერ გიპაუსხებთ,” – განაცხადა ლევან თოფაძის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება