IMG.GE IMG.GE

ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ვაშაძე დაამცირა:

“ყოველთვის მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი და შანსს ვაძლევდი. ზოგი ამართლებს ამ შანსს და ზოგი არ ამართლებს. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი საარჩევნო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად. 

მე არაფერი პირადი წყენა არ მაქვს, მაგრამ, როდესაც პორაშენკომ, პრაქტიკულად, კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა და ძალიან სერიოზულად დამამცირა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე მივიდა მასთან და იყო მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგი. მაგრამ მე ეს არ მწყენია.

მან ჩათვალა, რომ ჰქონდა პირადი მოსაზრებები, პირადი კავშირები. შეიძლება რაღაც სხვა ფინანსური სტიმულიც.

ფაქტია, რომ ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს.” – სააკაშვილი

კომენტარის დატოვება
IMG.GE