Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნოდარ მელაძის დაქალისა და ყოყეს ძმაკაცის სოსო გოგაშვილის ქონება 15 მილიონს აჭარბებს – რა ქონებას ფლობს აჭიკჭიკებული ნასუსარი

მარშალ პრესი 14/09/2022
სოსო გოგაშვილი

„იმედის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს აღემატება.

ამ ქონების ჩამონათვალშია ძვირადღირებული სახლები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროები, ავტომანქანები და სხვადასხვა ქონება. მათ შორის დაყადაღებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი თბილისში, სასტუმრო „ხირსა“ ქალაქ სიღნაღში, მიწის ნაკვეთები თბილისში, ბაკურიანში, მცხეთასა და ბორჯომში.

„ქრონიკისთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ გოგაშვილის საკუთრებაში იყო 15-ზე მეტი ძვირადღირებული ავტომანქანა.

18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სუს-ის ინფორმაციით, გოგაშვილის საქმეზე, მისი პირადი და ოჯახის წევრების კუთვნილი 8 სახლი და 4 მანქანა გაჩხრიკეს – ამოღებულია იარაღი, ტექნიკა და სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა დახურულად წარიმართება.

Post navigation

Previous: ჩხაკოურაში ახალი სკოლა გაიხსნა
Next: ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.