IMG.GE IMG.GE

ფოთში გამოკვლეულ შინაგან საქმეთა სამინისტროს 51 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მათი ბიოლოგიური მასალა „პისიარ“ კვლევისთვის ლაბორატორიაში ორი დღის წინ გაიგზავნა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციის მიზნით ხორციელდება.

„საბედნიეროდ, შსს-ს 51 თანამშრომელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, მომავალშიც ამ მხრივ პრობლემები არ შეგვექმნება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE