მედიის ცნობით, „თალიბანი“ ავღანეთის მთავრობის ახალ სტრუქტურას რამდენიმე კვირის განმავლობაში წარადგენს

160
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„თალიბანი“ ავღანეთის მთავრობის ახალ სტრუქტურას რამდენიმე კვირის განმავლობაში წარადგენს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალური პირი ამბობს, რომ დაჯგუფების იურიდიული, რელიგიური და საგარეო პოლიტიკის ექსპერტები ავღანეთის მთავრობის ახალ სტრუქტურას უახლესი კვირების განმავლობაში წარადგენენ. ოფიციალური პირის თქმით, ახალი სტრუქტურა შედარებით ზომიერი ხასიათის იქნება.

მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთს 1996-2001 წლებშიც ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ პერიოდში მათი მმართველობა ისლამის მკაცრ წესებზე იყო დაფუძნებული. ავღანეთიდან მოძრაობა „თალიბანის“ განდევნა 2001 წელს მოხდა, როდესაც 11 სექტემბრის ტერაქტის უკან მდგომი „ალ-ქაიდას“ წევრებისთვის თავშესაფრის მიცემის მოტივით, ქვეყანაში სამოკავშირეო ძალები შევიდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება