Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

მარშალ პრესი 13/09/2022
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტს ქალაქ ბერლინში ხელი მოაწერეს, საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმება კომპლექსური დოკუმენტია და მიზნად ისახავს საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის, განათლების, სამეცნიერო სფეროებსა და ხალხთაშორის ფორმატებში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეთანხმებაში ხაზგასმულია ქართველი და გერმანელი ხალხის მიერ მსოფლიოს საერთო კულტურული მემკვიდრეობისთვის გაწეული ისტორიულ წვლილი და აღნიშნულია, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ მდიდარი კულტურის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და ცნობადობის ამაღლებას,
მათ შორის კულტურული პროექტების, გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, სახელოვნებო, სამეცნიერო და პედაგოგიური სფეროს წარმომადგენელთა კიდევ უფრო დაახლოებას და ა.შ.

მემორანდუმი ასევე მოიცავს საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ორი ქვეყნის კავშირების განვითარებას, სასკოლო, უმაღლესი თუ პროფესიული განათლების სფეროში, ასევე საექსპერტო და აკადემიური წრეების დაახლოებას, სტუდენტური პროგრამების გაცვლას, უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გახსნას ქართველი სტუდენტებისთვის და ა.შ. ორი ქვეყნის ენების შესწავლის დამატებით შესაძლებლობებს და მათ შორის გერმანული საერთაშორისო სასკოლო ატესტატის მქონე აბიტურიენტებისთვის გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს.

შეთანხმება ასევე გულისხმობს მხარდაჭერას გერმანიაში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის და მათთვის დამატებით შესაძლებლობებს თავიანთი ენის, კულტურის, ტრადიციების და თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

მხარეებს შორის ხელმოწერილი კომპლექსური დოკუმენტი ასევე მოიცავს თანამშრომლობას ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით. ასევე საგამომცემლო საქმიანობაში თანამშრომლობას, საბიბლიოთეკო სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას. განსაკუთრებული ყურადღებაა დათმობილი სამეცნიერო სფეროში მდიდარი პოტენციალის გაცვლასა და აკადემიური წრეების დაახლოებაზე. შეთანხმება ასევე გულისხმობს ერთობლივი აკადემიური ხარისხის გაცემაზე თანამშრომლობას.

ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობა 2013 წელს განახლდა.

Post navigation

Previous: პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს განზრახ მკვლელობის, მეორე პირს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
Next: ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.