IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საჯარო მოხელეა და სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესში არ უნდა ერეოდეს.

მდინარაძე დღეს უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. მისი თქმით, ელჩს სწორედ ამ თემაზე ესაუბრა.

„იყო ჩემი მხრიდან იმაზე საუბარი, მათ შორის უკრაინის ელჩთან, რომ არსებობს მათ ქვეყანაში ადამიანი, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ხაზგასმით ვამბობ, ადამიანი, რომელიც არღვევს დაწერილ და დაუწერელ წესებს.

იმიტომ, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, ვერ და არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით და ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით მისი რეაქცია ადეკვატური იყო.

ვერცერთ დიპლომატს, ვერცერთ პოლიტიკოსს, ვერცერთ წარმომადგენელს ჩვენი მეგობარი ქვეყნისა, განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით ვერ ექნება – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE