Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სერგეი ლავროვმა აშშ-ის ვიზა მიიღო და გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრება

მარშალ პრესი 13/09/2022
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და მისმა თანმხლებმა პირებმა აშშ-ის ვიზები მიიღეს და გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრებიან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

მანამდე Reuters-ი წერდა, რომ რუსეთმა აშშ-სგან ლავროვისა და მისი დელეგაციისთვის 56 ვიზა მოითხოვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში Reuters-ს განუცხადეს, რომ აშშ პასუხისმგებლობით ეკიდება ვალდებულებებს, რომლებიც ეკისრება მას როგორც ქვეყანას, რომელიც გაეროს გენასამბლეის სესიას მასპინძლობს, თუმცა ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, სავიზო ჩანაწერები კონფიდენციალურია, ამიტომ ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ 26 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი დღის შემდეგ აშშ-მა სერგეი ლავროვს სანქციები დაუწესა.

Post navigation

Previous: სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გაემგზავრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.