IMG.GE IMG.GE

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 20 ივნისს კონტრაქცია არ იგეგმება.

მისი თქმით, ეს არის „ფეიკ ნიუსი“, რომელიც იპოზიციამ გაავრცელა.

„ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც ფეიკ ნიუსს და მერე თითონ აკრიტიკებენ ხოლმე თავისივე შექმნილ ფეიკ ნიუსს, რაც არის ბუნებრივია აბსურდი ჩვენ არ ვაპირებთ ბუნებრივია, რომ ორას ნაციონალს დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია.

მათ აქვთ უფლება შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან შესული და ჩაკარგული არიან საკუთარ ტყუილებში, არც ვიცი რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს, უბრალოდ გამჯდარი აქვთ სულში ტყუილი და კიდევ ერთხელ მოიტყუეს. ვინ უნდა ჩაატაროს რა აქცია უნდა ჩატარდეს. ეს არის აბსურდი, თუ ვინმე იქ შეიკრიბება ეს არის ერთადერთი პროვოკაცია და ბუნებრივია ასეთი პროვოკაცია საიდან შეიძლება მოდიოდეს ამაზე პასუხი არის მარტივი და ნათელი, თუმცა მე არა მგონია რომ ასეთი რამე მოხდეს.“

რეალურად ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც გულისხმობს მათ შორის იმას, რომ ნებართვა არაფერზე არ გაიცემა, შედის გაფრთხილება და გაფრთხილებას ცნობად იღებს შესაბამისი სტრუქტურა. აქედან გამომდინარე ბუნებრივია ნებისმიერი შეკრების მონაწილეებს შეუძლიათ შეიკრიბონ და თუ იქნება რაოდენობა გზის გადაკეტვის შესაბამისი ამ შემთხვევაში გზა გადაიკეტება. ეს არის მერიის და შსს საქმე და ალბათ მოილაპარაკებენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არანაირი საფრთხე თავისუფალი შეკრების უფლებას ბუნებრივია საქართველოში საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 20 ივნისს პარლამენტის წინ აქციას გამართავს.  რუსთაველზე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით, უკვე მიმართეს თბილისის მერიას.

კომენტარის დატოვება
IMG.GE